გოცირიძის ბენეფისი და კემუხტაშვილის ნამატი

Posted: May 16, 2011 in სპორტი

qutaisi torpedo  8 მაისს სქართველოს 22–ე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის, 33–ე ტურის თამაშები შედგა. ქუთაისის „ტორპედო“ ბოლნისს ეწვია და თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე „სიონს“ შეხვდა.
ქვემო ქართლელთა გუნდი ერთადერთი იყო ჩემპიონატში, რომელსაც უმაღლეს ლიგაში აღზევებული ქუთაისის „ტორპედოს“ კარში ბურთი ვერ გაეტანა. პირველ–მეორე წრეში მშრალი სერიების შემდეგ „ტორპედომ“ დავით ყიფიანის სახელობის თასის ორრაუნდიანი ეტაპი ვახტანგ კვარაცხელიას სტუმრად გატანილი გოლით გადალახა, 12 მარტს კი საჩემპიონატო მატჩში იმერლებმა მეგრელაძის დუბლით დაამარცხეს მეტოქე.

ეროვნული თასის განმეორებით ნახევარფინალის მატჩში, ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან ჩათვლილი არასპორტული საქციელისთვის მიცემული დისკვალიფიკაციით ქუთათურებმა ბოლნისში ომარ მიგინეიშვილი და მერაბ გიგაური მოისაკლისეს.

„ტორპედოს“ კარში დიდხნიაინი პაუზის შემდეგ პერსპექტიული და გამოცდილი მაქსიმე ქვილითაია გამწესდა.

– ბოლნისში ქუთაისელებს მშრალი ამინდი დაუხვდათ, თუმც უნალექობა თამაშის დაწყებისთანავე შეიცვალა და წვიმა წამოვიდა.
თავდაპირველად შეხვედრა სახიფათო მომენტების გარეშე ვითარდებოდა და ბურთი ორივე გუნდის მიერ თანაბრად მოედნის ცენტრში კონტროლდება.
18′ – ბოლნისელებმა თავიანთი უსიამოვნო ტენდენცია დაარღვიეს, სერგო ორბელაძემ მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდებულ ბურთზე ჩვენი გუნდის მცველებს დაასწრო თამაში და „ტორპედოს“ მე–6 ცდაზე გაუტანა 1:0.
სტუმრებს სამი წუთი დასჭირდათ გონზე მოსასვლელად. სეთურიძის მარცხენა ფრთიდან გადაცემით რევაზ გოცირიძემ ყოფილ გუნდთან თავური დარტყმით მარცხენა დაბალ კუთხეში მიუჩინა ბურთს ადგილი და ანგარიში გაათანაბრა 1:1.
სამწუთიანი “გამოცოცხლების” შემდეგ შეხვედრის ტემპმა კვლავ იკლო.
40’ – გიორგი დათუნაიშვილმა მსაჯთან საუბრისთვის ყვითელი ბარათი მიიღო.

მეორე ტაიმში „ტორპედო“ „დაიქოქა“.
57′ – ნიკა საბანაძე ორ მცველს დაუსხლტა და საჯარიმოში მყოფი რევაზ გოცირიძე მონახა, რომელმაც დაბალ ბურთზე კიდევ ერთხელ იმარჯვა და დუბლიც გაახერხა, 1:2 ტორპედოელთა სასარგებლოდ.
62′ – საბანაძემ მეტოქე გუნდის მეკარეს აართვა ბურთი და მის უკან მდგარ რევაზ გოცირიძეს გადააწოდა, რომელსაც მესამე გოლის გატანა არ გაჭირვებია 1:3.
90’ – შეცვლაზე შემოსულმა ლაშა კემუხტაშვილმა ოპონენტი მცველი და მეკარე ჩამოიშორა, საჯარიმოში შევიდა, მოტრიალებით დაარტყა და მარჯვენა მაღალ კუთხეში ლამაზი გოლი შეაგდო 1:4. ანგარიშის შეცვლასთან ახლოს გრიგოლ დოლიძე და მანუჩარ ოქროპირიძეც იყვნენ, მაგრამ მობურთალები გატანას უშედეგოდ ეცადნენ.
აღსანიშნავია, რომ “ტორპედომ” პირველად მოუგო მეტოქე გუნდს სამბურთიანი ჰანდიკაპით, ისიც სტუმრად ჩემპიონატის ერთ–ერთ ანგარიშგასაწევ მოწინააღმდეგეს და ცხრილში ერთი საფეხურით მაღლა აიწია.

მატჩის დეტალური სტატისტიკა…

მომდევნო საჩემპიონატო შეხვედრას “ტორპედო” ქუთაისში 14 მაისს გამართავს, 34–ე ტურში ჩვენი გუნდისთვის ძალზედ უხერხული მეტოქე თბილისის “ვიტ ჯორჯია” იქნება.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s