პარლამენტი ქუთაისში

Posted: May 17, 2011 in ქუთაისი
parlamenti,kutaisiპარლამენტის ახალი შენობა საქართველოს  ძველ დედაქალაქში ქუთაისში შენდება. ათასწლეულის პარკში განთავსებული ახალი ნაგებობა ბოლო  ათასწლეულში თავისი ორიგინალური არქიტექტურით გამორჩეული იქნება. პარლამენტის შენობა მთლიანად შუშის კონსტრუქციაში იქნება მოქცეული. 4200 მეტრზე აშენებულ ნაგებობას ყველა კუთხიდან შესასვლელი ექნება – სპეციალური კარიბჭე საზოგადოებისთვის და შესასვლელი პარლამენტის წევრებისა და მოწვეული სტუმრებისთვის. შენობას  40-მეტრიანი შუშის გუმბათი ექნება, რომელსაც სიმბოლური დატვირთვა აქვს – ახალი პარლამენტი ცნობილმა ექსპანელმა არქიტექტორმა ალბერტო დიეგო კაბომ დააპროექტა. ეს ერთადერთი პროექტი არ არის, რომელიც საქართველოში კაბოს არქიტექტურით შენდება, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის მფლობელმა და  მსოფლიოში არაერთი ნაგებობისა და ხიდის ავტორმა ანაკლიისა და ბათუმის ბულვარები, გმირთა მოედანზე ყველაზე მასშტაბური 51 მეტრიანი დიდების მემორიალი დააპროექტა. მშენებლობა ქუთაისში უკვე დაწყებულია. საძირკველი ჩაყრილია.  მშენებლობას კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო უწევს. 217 კაბინეტი, 11 საკონფერენციო დარბაზი, სასადილო, ბარი, პარლამენტის თავმჯდომარისა და პრეზიდენტის კაბინეტები, ბიუროს დარბაზი, და ყველაზე მნიშვნელოვანი საპარლამენტო დარბაზი, რომელსაც 2 ლოჟა ექნება – ჭერი საქართველოს თითოეული რეგიონის რუკით მოიხატება. უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისში  გადატანას ქუთაისელებიც დადებითად ხვდებიან. ახალი პარლამენტის შენობის ირგვლივ მიმდებარე ტერიტორია მთლიანად გამწვანდება.  ავტორები ამბობენ, რომ საქართველოს პარლამენტი, რომელიც დეპუტატების მისაღებად 2012 წლისთვის უკვე მზად იქნება, ევროპის მასშტაბით უნიკალური შენობა იქნება.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s