მიხეილ სააკაშვილმა განათლების მინისტრ დიმიტრი შაშკინთან ერთად, ქუთაისში პროფესიული სასწავლებელი მოინახულა

Posted: May 19, 2011 in განათლება

saakashvili,imereti,qutaisi საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, განათლების მინისტრ დიმიტრი შაშკინთან ერთად ქუთაისში პროფესიული სასწავლებელი დაათვალიერა. პრეზიდენტი პროფესიულ სასწავლებელში მიმდინარე პრაქტიკულ მეცადინეობასაც დაესწრო.

ქუთაისის პროფესიულ კოლეჯში სტუდენტები 25-ზე მეტ ხელობას ეუფლებიან.

მიხეილ სააკაშვილი დიმიტრი შაშკინთან ერთად, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას ეწვია, სადაც 80 ეთნიკურად აზერბაიჯანელი ქართული ენას სწავლობს.

პრეზიდენტის განცხადებით, ეთნიკური უმცირესობებისათვის ქართული ენის საფუძვლიანად ცოდნა ქართულ საზოგადოებასთან ინტეგრაციაში ძალიან მნიშვნელოვანია.

"თქვენ ეუფლებით ქართულს და ეს არის ყველაზე იმედისმომცემი ჩემთვის. ჩვენ გვინდა, რომ ქართველი აზერბაიჯანელები საქართველოში იყვნენ წარმატებულები და ამისათვის მათ აზერბაიჯანულთან ერთად, ქართულიც უნდა იცოდნენ", -  განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s