სწრაფ ჭადრაკში ევროპის ქალთა პირველობას ქუთაისი უმასპინძლებს

Posted: May 22, 2011 in სპორტი

opera,kutaisi საფრანგეთის ქალაქ ექს ლე ბენში დასრულებულ მოჭადრაკე ვაჟთა ევროპის მე-12 ჩემპიონატის პარალელურად, ევროპის საჭადრაკო კავშირის კონგრესი გაიმართა, რომლის მსვლელობაში საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი, გია გიორგაძეც მონაწილეობდა.
აღნიშნულ კონგრესზე ოფიციალურად გაფორმდა კონტრაქტი ევროპის საჭადრაკო კავშირსა და

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას შორის, ევროპის ქალთა ინდივიდუალური ჩემპიონატისა და ასევე ქალთა შორის, სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონატის ჩატარების შესახებ. ინდივიდუალურ ჩემპიონატს, 6-18 მაისს – თბილისი (“შერატონ მეტეხი პალასი”), ხოლო სწრაფ ჭადრაკში, 19-22 მაისს ქუთაისი (განახლებული ოპერის და ბალეტის თეატრი) უმასპინძლებს.
ვინაიდან წელს ორი ქართველი ლეგენდარული მოჭადრაკის, მსოფლიოს ხუთ გზის ჩემპიონების – ნონა გაფრინდაშვილისა და მაია ჩიბურდანიძის იუბილეა, აღნიშნული ჩემპიონატები საქართველოში მათ საპატივცემულოდ ტარდება.
აღნიშნული კონტრაქტის გარდა, ექს ლე ბენის კონგრესზე განიხილეს სატურნირო დებულებების ცვლილებები, კავშირის ბიუჯეტის განხილვა და 2012-2013 წლების საჭადრაკო კალენდრის ძირითადი ტურნირების მასპინძელი ქვეყნების წარდგენა-დამტკიცება.
2012 წლის ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატებს – ჩეხეთი, ხოლო საკლუბო ჩემპიონატს ისრაელი უმასპინძლებს.

2013 წლის ევროპის გუნდური ჩემპიონატის მასპინძლობა კი პოლონეთმა იკისრა.
აგრეთვე, შეიქმნა სპეციალური კომისია სხვადასხვა აქტუალური საკითხების შესასწავლად და მომდევნო კონგრესის მოსამზადებლად.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s