ანეგდოტები

Posted: May 25, 2011 in სასაცილო

სასაცილო ,ანეგდოტები ქუთაისელი ათვალიერებს ზოოპარკს, დაინახავს მაიმუნს და გალიის წინ გაჩერდება. 1 საათი უყურებს, 2 საათი უყურებს და მერე ეუბნება:
– ბიჭო ჯუმბერ შენ ხარ?

ქუთაისში მიცვალებულს ისეთი ძვირფასი თაიგული მიართვეს, რომ მიცვალებული თავად შეეგება.

ერთი ქუთაისელი ეუბნება მეორეს:
– იცი ბიჭო დედამიწა რომ ბრუნავს?
– ჩუმად ბიჭო, მთავრობამ არ გაიგოს თორე კატაობის ფულს გამოგვართმევს

საჩხერეში გასვენებაა, მიცვალებულს მოასვენებენ ქუჩაში, ამ დროს ერთმა კაცმა ჩაილაპარაკა:
– შეხედე, მკვდარს ისე სწრაფად მოასვენებენ ხელები რუჩკებზე უკიდიაოოო.

-გამარჯობა ჭიჭიკია. რაფერ ხართ ოჯახში?
-შენ რო გაგეხარება ისე.
-რავა ამოწყდით თუ?

შუაღამისას ჭიჭიკია მთვრალი მიდის შინ თავისი “ზაპოროჟეცით”. გააჩერა პატრულმა:
– სად მიდიხარ?
– სად მივდივარ და ლექციაზე! – გაიჭიმა ჭიჭიკია.
– ამ შუაღამისას ვინ კითხულობს ლექციას? – გაიკვირვა პატრულმა.
– სიდედრი მყავს შინ სტუმრად! – აუხსნა ჭიჭიკიამ.

ჭიჭიკიას და შერლოკ ჰოლმსს ერთ კარავში სძინავთ. გამთენიისას ჭიჭიკია აღვიძებს ჰოლმსს:
– მაღლა, ვარსკვლავები რომ ჩანს, რას უნდა ნიშნავდეს ყოველივე ეს, ბატონო ჰოლმს?
– სამი წლის შემდეგ, ზუსტად ამ დროს, გამთენიისას, შეიძლება მოხდეს დიდი მიწისძვრა!..
– მიწისძვრა კი არა – კარავი მოგვპარეს, კარავი!

-ჭიჭიკია რავაა შენი ცოლი?
-არის ჰუმანიტარული დახმარებასავით.
-ეგ როგორ?
-აღარ ვარგა, მარა მაინც ვხ*არობ.

მეგრელი მიდის ტყეში და ხედავს: იმერელი მოჭრილ ხეს დააყენებს და ზომავს, ხე წიქცევა. ისევ ააყენებს და დაიწყებს გაზომვას, ხე ისევ წაიქცევა. მეგელი ეტყვის: -დააწვინე და ისე გაზომეო. იმერელი უპასუხებს: -მე სიგანეში კი არა სიგრძეში მინდაო.

ქუთაისელი ახალგაზრდა ქალბატონი იძახის:
-იმდენს დავდივარ თბილის-ქუთაისს შორის, რომ ერთი ფეხი ქუთაიში მაქ მეორე თილისში
გამოდის მეგრელი და ამბობს:
-ვაიმე ქალბატონო რა საინტერესო სანახავი იქნებით ხაშურში.

კაცი იხჩობა რიონში, ჭიჭიკია გადახტება წყალში, ამოათრევს და გულის მასაჟს უკეთებს. ეს კაციც ასხამს და ასხამს პირიდან წყალს,
უცებ გამოივლის ბიჭიკია და უყვირის:
– ე ბიჯო ამოაყოფიე მაგას ტრ…ი წყლიდან, თუარა ამოაკაჩავა მთელი რიონი.

სილამაზის სალონი ქუთაისში
” შემეეთრიე გოგო რას გევხარ”

-ჭიჭიკია, რავა ჩაიარა დასაფლავებამ?
-რაღა რავა, სიმინ, ისეთი ვიწრო პადიეზდი იყო, რომ მიცვალებული “პოდრუჩკით” ჩამოასვენეს.

რესტორან “ანკესში” ქუთაისელს თევზი გამოუტანეს.
-რაია ბუჯო, ეგი?! ამ თევზს ნამეტანი გლახა სუნი აქ. გუშინწინეებზე უფრო კაი თევზი გქონდენ.
-გეფიცებით ცოლ-შვილს, იგივე თევზია.

ჭიჭიკია ეკითხება ბაზარში გამყიდველს:
– ქათამს რამდენში მომცემო?
– ოც ლარშიო, უპასუხა გამყიდველა.
– რაია, ქინდერის კვერცხებს დებს თუ…?

ქუთაისის ქათმების ფერმაში დირექტორი შევა ქათმებთან და ეუბნება:
-აღარ დაგინახოთ 10 კაპიკიანი კვერცხების დება, გადადით 12-კაპიკიანებზე.
ქათმები გაისუსნენ, ვერცერთი ბედავს შეპასუხებას, ბოლოს ერთი ყველაზე ბებერი გამოვა კოჭლობით და დირექტორს ეუბნება:
-კაი, ახლა დომენტიჩ, 2 კაპიკის გულიზა ნუ დაგვახევიებ პრო*ებს

ნაზიკია ეუბნება შალიკიას:
-შე უპატრონო, რომ მოეთრევი ხოლმე ყოველ დღე გახეთქილი მთვრალი, დაწვები, გამხდი ტრუსიკს და დაგეძინება, მე რეზინი კი არ მიჭერს.

ლეჩხუმლებს გველი გაექცევათ და ერთი ეტყვის მეორეს:
-ე ბიჯო, თუ კაცი ხარ დაიჭირე თორე, ვანელებში თუ გაერია მაგას რას ნახავ მერეო

ქუთაისის ბაზარში:
-ასატრინა გააქვთ?
-არა.
-ქაშაყი?
-არა.
-ლოქო?!
-არა.
-აბა, რა ჯანდაბა გაქვთ?!!
-არ გაგიგია, ოკეანეები რო მეიწამლა? მარტო ჭიჭყინა გვაქ.
-რავა, ჭიჭყინები პროტივოგაზებით დაცურავენ?!

-ჭიჭიკია, შენმა ვაჟიშვილმა ჩემი ქალიშვილი გაიტაცა და უნდა ვიჩივლო.
-მერე კაცო, კიდე შენ ჩივი?!

ქუთაისლები მიდიან და დაინახავენ ზანგს. ერთი ეუბნება მეორეს:
– მოდი ამ ზანგს შარვალი ჩავხადოთ.
– რატომ?
– მაინტერესებს რა ფრად გაწითლდება

მეზობელი:ჭიჭიკია სად მიგყავს ეგ ძაღლი?
ჭიჭიკია: -მესაათესთან.
-კი მარა რა უნდა ძაღლს მესაათესთან?
-სულ უკან მრჩება ეს შობელძაღლი.

ჭიჭიკიას ბოვში ისეთი მახინჯია, ყელზე კატლეტი რო არ ჩამოკიდო ძაღლი არ ეთამაშება.

ჭიჭიკია ზის კაფეში და ზანგი შემოდის დაჯდა ზანგი და ჭიჭიკიას უყურებს.
ჭიჭიკიამ უთხრა: -რავა ისე მიყურებ ვითომ მე ვიყო ზანგი , შენ – ქუთაისელიო.

– ჭიჭიკია, სად იყიდე აგი მაიმუნის სურათი?
– მაგი სურათი არაა, სარკეა და შენ იხედები შიგ.

-ქალო კედელზე ლურსმანი უნდა მივაჭედო, სადაა ჩაქუჩი? – ეკითხება ქუთაისელი ცოლს.
-ჩაქუჩი კარადაშია, ბინტი და იოდი ტუმბოჩკაში.

ჭიჭიკია ექიმთან მივიდა:
-რა გაწუხებთ?
-ცოლი ჩემთან არ წვება.
-რა ქენი იცი? შეხვალ თუ არა სახლში გაშიშვლდი და ეძგერე ცოლს, აუცილებლად დაგნებდება.
მეორე ვიზიტი:
-როგორაა საქმე?
-ცოლს ძალიან შეეშინდა ექიმო, სამაგიეროდ ბავშვები დაწყდნენ სიცილით.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s