აგვისტოს 5 დღე

Posted: June 11, 2011 in სხვადასხვა

agvistos 5 dge აგვისტოს 5 დღე (ინგლ. 5 Days of August) — 2011 წლის ამერიკული მხატვრული ფილმი, რომელიც ასახავს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს, ე. წ. „აგვისტოს ომს“. ფილმის რეჟისორი და თანაპროდიუსერია ფინური წარმოშობის ამერიკელი რეჟისორი ლაური მაურიც ჰარიოლა, რომელიც უფრო ცნობილია როგორც რენი ჰარლინი. გადაღებები დაიწყო 2009 წლის ოქტომბერში წალკაში საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით. შესაბამისმა სამხედრო სტრუქტურებმა უზრუნველჰყვეს გადაღების პროცესი სათანადო სამხედრო ამუნიციით, ეკიპირებით და ტექნიკით. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადამღებ ჯგუფს ნება მისცა, გამოეყენებინათ მისი სამუშაო ოფისი − პრეზიდენტის სასახლე გადაღებებისთვის.

გადაღებები მიმდინარეობდა აგრეთვე გორში, ვაზიანსა და თბილისში. ფილმში მონაწილეობენ: ენდი გარსია (პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი), რუპერტ ფრენდი (ამერიკელი ჟურნალისტი თომას ანდრესი), იონათან შეხი (ოფიცერი რევაზ ავალიანი), ველ კილმერი (საქართველოში მომუშავე ნიდერლანდელი ჟურნალისტი) და სხვა მსახიობები.

დასრულებული ნამუშევრის პრემიერა შედგა ვალენსიის კინოფესტივალზე, 2011 წლის აპრილში. 2011 წლის 5 ივნისს საქართველოს კინოთეატრებში ფილმის პრემიერა შედგა. ლონდონური პრემიერა გაიმართა 7 ივნისს. პრემიერა ევროპის ქვეყნებში და შეერთებულ შტატებში იგეგმება 2011 წლის აგვისტოსთვის.

WordPress Tags: აგვისტოს,ინგლ,August,წლის,ამერიკული,მხატვრული,ფილმი,რომელიც,ასახავს,რუსეთ,საქართველოს,ფილმის,რეჟისორი,თანაპროდიუსერია,ფინური,წარმოშობის,ამერიკელი,ლაური,მაურიც,ჰარიოლა,უფრო,ცნობილია,როგორც,რენი,ჰარლინი,გადაღებები,დაიწყო,ოქტომბერში,წალკაში,მთავრობასთან,თანამშრომლობით,შესაბამისმა,სამხედრო,სტრუქტურებმა,უზრუნველჰყვეს,გადაღების,პროცესი,სათანადო,ამუნიციით,ეკიპირებით,ტექნიკით,პრეზიდენტმა,მიხეილ,სააკაშვილმა,გადამღებ,ჯგუფს,ნება,მისცა,გამოეყენებინათ,მისი,სამუშაო,ოფისი,პრეზიდენტის,სასახლე,გადაღებებისთვის,მიმდინარეობდა,აგრეთვე,გორში,ვაზიანსა,თბილისში,ფილმში,მონაწილეობენ,ენდი,გარსია,პრეზიდენტი,სააკაშვილი,რუპერტ,ფრენდი,ჟურნალისტი,თომას,ანდრესი,იონათან,შეხი,ოფიცერი,რევაზ,ავალიანი,კილმერი,საქართველოში,მომუშავე,ნიდერლანდელი,სხვა,მსახიობები,დასრულებული,ნამუშევრის,პრემიერა,შედგა,ვალენსიის,კინოფესტივალზე,აპრილში,ივნისს,კინოთეატრებში,ლონდონური,გაიმართა,ევროპის,ქვეყნებში,შეერთებულ,შტატებში,იგეგმება,აგვისტოსთვის

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s