როკი და სატანა

Posted: აპრილი 24, 2012 in ახალი ამბები, სხვადასხვა

როკი და სატანა

სხვა და სხა პერიოდში, რევოლუცია მუსიკალურ მიმდინარეობებში, ყოველთვის ახდენდა გავლენას იმ დროინდელ საზოგადოებაზე და კიდევ უფრო მეტად, მოქმედებდა ამ საზოგადოების განვითარებაზე. ასე მოხდა 20_იან წლებში, როცა ჯაზი შემოიჭრა დასავლეთში და სქწრაფადვე მოედო მთელს მსოფლიოს. 40–50_იანებში როკენ–როლი, კიდევ უფრო ადრე ბლუზი და ა.შ.

ვერ ვიტყვით ზუსტად როდის და სად დაიბადა როკ მუსიკა. თუმცა ჰარდ–როკის, იმ სტილით, თემატიკით და მიმდინარეობით განვითარებაში, რითითაც დღემდე გაგიჟებულია მთელი მსოფლიო, თამამად შეგვიძლია “ბლექ საბათ”_ის ბიჭები ,,დავადანაშაულოთ”

“წაართვი ვინმეს სიცოცხლე, ის არაფრად ღირს; მოკალი ვინმე, არავინ იტირებს. შენი თავისუფლება შენი მოვალეობაა; ჩვენ გვჭირდება მხოლოდ შენი სული” (“დოვლათი”).

მაგია, სპირიტიზმი, სატანიზმი – როკში???

ეს რაღაც ახალი იყო. სიახლე რომელმაც ამერიკის ახალგაზრდობა აღფრთოვანებამდე მიიყვანა.

მძაფრი ჟღერადობის მქონე სოლისტი თავისი მკივანა ხმით, ათი წუთით არანჟირებული “პარანოიდით” – ,,შავი შაბათი” შოკში აგდებდა საზოგადოებას! მდგომარეობა, რომელიც გამაგიჟებელ სიამოვნებას ანიჭებდა თაობას.

რა იყო ეს? მარკეტინგული გათვლა თუ კარგად ორგანიზებული სატანური ჯგუფი? ყოველ შემთხვევაში, ფაქტია – “ბლექ საბათის” პირველმა ფირფიტამ გამოიწვია არა მარტო აღშფოთების ტალღა, არამედ აღიარებისაც; ნებით თუ უნებლიედ, ბიჭები აღმოჩნდნენ სატანიზმის უმთავრესი მქადაგებლები მთელს მსოფლიოში.

ბუნებრივია, მსგავსი რევოლუცია (მუსიკაში, მხატვრობაში, კინემატოგრაფიაში, ლიტერატურაში), სწრაფადვე ვითარდება, ხდება პოპულარული და უჩნდება უამრავი მიმდევარი.
როკ-მუსიკის ქრისტეანული ექსპერტი აშშ-ში, ბობ ლარსონი, უკიდურესად შეშფოთებული იყო “ბლექ საბათის” ალბომთა იმ რაოდენობით, რომელიც მან ახალგაზრდათა წრეებში აღმოაჩინა.

 “მე გავოგნდი, – წერს ლარსონი, – როდესაც დავინახე მრავალი ქრისტეანი ახალგაზრდა კაცი, რომელცი, “ბლექ საბათის” ალბომებს ყიდულობდა, თუმცა იცოდნენ ამ ჯგუფის განწყობა სატანიზმისადმი”

“ბლექ საბათის” მერვე ალბომის შემდეგ, რომელსაც ერქვა “ნურასოდეს იტყვი მოკვდი” (“Never Say Die”), ჯგუფში მოხდა განხეთქილება, როდესაც მომღერალმა ოზი ოსბორნმა დატოვა თავისი კოლეგები, რათა შედგომოდა სოლო კარიერას. “ბლექ საბათს” თავის ვოკალისტთა გარეშე ექნებოდა ის ღირებულება, რაცა აქვს ტელევიზორს ეკრანის გარეშე”, _ ნათქვამია ერთ-ერთი როკ-ჟურნალის კომენტარში. ჯგუფ “რეინბოუს” (ცისარტყელა. Rainbow) ყოფილი ვოკალისტის, რონი ჯეიმს დიოს გამოჩენით, რომელიც იმ დროისთვის ასევე მიჯაჭვული იყო ოკულტიზმს, ჯგუფმა როგორც იქნა ოზი ოსბორნის სრულფასოვანი შემცვლელი იპოვა.

1980 წელს გამოვიდა ალბომი “სამოთხე და ჯოჯოხეთი”, (“Heaven and Hell”). ამ ალბომის შავ ყდაზე გამოსახულია სამი ანგელოზი სიწმიდის ორეოლებით თავზე, წითელი მანიკიურებით ფრჩხილებზე, რომლებიც თამაშობენ ბანქოს და ეწევიან სიგარეტს.

1981 წლის მიწურულს ჯგუფმა გამოსცა მომდევნო ფირფიტა “ბრბოს კანონი” (“Mob Rules”) , რომლის სატიტულო კომპოზიციამ წარმოადგინა ოკულტურ-ფანტასტიკური ფილმის “მიძმე მეტალის” (“Heavy Metal”) წამყვანი სიმღერა. ამის შემდეგ გამოვიდა ორმაგი ალბომი “ცოცხალი ბოროტება” (“Live Evil”), რომლის მოკლე სახელწოდებაში ასახულია ჯგუფის თვითშეფასება და ის, რაც მრავალათასეულ გულშემატკივარში ასოცირდება “ბლექ საბათთან”.

ერთ-ერთ კონცერტზე რონი ჯეიმს დიომ ხალხს აჩვენა სატანური მისალმება, რომლის დროსაც აღიმართება საჩვენებელი და ნეკა თითები, რაც სიმბოლურად თხის (სატანიზმში თხა არის ეშმაკის სიმბოლო) რქებს გამოხატავს . მომღერალმა ხმამაღლა შეჰკივლა ბრბოს და ბრბომაც ამავე სატანური მისალმებით უპასუხა როკ მომღერალს.

შემდეგ დიომ შეხედა ნიშანს, რომელიც ხელით გააკეთა და თქვა: “მხოლო ჩვენ ვიცით ამ ნიშნის მნიშვნელობა, რაც სინამდვილეში ნიშნავს: “გაუმარჯოს როკ’ენ’როლს!”

სენსაცია იყო “ბლექ საბათის” რიგებში ექს “დიპ პარპლის”, ვოკალისტ იან გილანის გამოჩენა, რომელმაც ძალიან მალე გადმოიღო დიოს მანერები, რომელმაც “ბლექ საბათი” 1983 წელს დატოვა.

სქელი, მომწვანო-მოთეთრო ნისლი აწვება სცენას, როდესაც ჯგუფი იწყებს თავის გამოსვლას და მღერის “ხელმეორედ დაბადებულს”, უკანა პლანზე, ტილოზე გამოიკვეთება “სტოუნჰენდჯი” (“Stonehandge”)… ადგილი, სადაც ძველ ბრიტანეთში მსხვერპლებს სწირავდნენ, ხოლო წინ, მუხლებამდე სისხლში ჩაფლული, თითქოსდა დემონით შეპყრობილი, როკავს იენ გილანი და მაყურებელს “პარანოიდს” (“Paranoyd”) ან “რკინის კაცს” (“Iron man”) შეჰკივის, რომელიც ასევე ეშმაკის შეპყრობილივით როკავს შავი მესის ქვეშ და წივილ-კივილით ითხოვს უფრო მეტს”.

,,I am possessed by Black Sabbath” ( “მე შეპყრობილი ვარ “ბლექ საბათით” )

“მათი მუსიკის ქვეშ” “კაიფის” დაჭერა შესაძლებელია ნარკოტიკების გარეშეც.

ერთი საინტერესო ფაქტი – ოზი ოსბორნს, ჩვევად ჰქონდა, კონცერტის დაწყებამდე თავი მოეჭამა ცოცხალ ფრინველისთვის. ერთხელ მას, სცენაზე ღამურა ამოუგდეს ფანებმა და რაღა გასაკვირია, ლუციფერის რჩეული რომ მას ეძგერა? ამის შემდეგ, ოზი ცოფის საწინააღმდეგო აცრებს იკეთებდა და დიდხანს მკურნალობდა. საბედნიეროდ, ფაქტმა, მომღერალს ხელი ააღებინა თავის უხეირო ჩვევაზე.

ალისტერ კროული, მრავალი როკ მუსიკოსის (და არა მარტო მათი) შთაგონების წყარო და სატანისტების ბელადი

ცნობილი ალისტერ კროული (1875-1947) მეოცე საუკუნის სატანისტთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა. 1896 წელს სტოკჰოლმში მას თითქოსდა ჰქონდა ხილვა და ამ ხილვამ დაარწმუნა, რომ ის არის ანტიქრისტე. იმ დღიდან ასეც უწოდებდა საკუთარ თავს: “დიდი მხეცი – 666″ ან “მხეცი უფსკრულიდან” (გამოცხ. 11:7) და ფიქრობდა, რომ ოკულტური ძალები მედიუმს, როგორც საკომუნიკაციო არხს, გამოიყენებდნენ კაცობრიობასთან კავშირის დასამყარებლად და თავიანთი ზეადამიანური ცოდნისა და შესაძლებლობების გამოსავლენად.

კროული თავის მისიას ხსნიდა იმით, რომ მას “აუცილებლად მოქმედებაში უნდა მოეყვანა ოკულტური ძალები, რომლებიც თავის აპოგეას მიაღწევდნენ ამ საუკუნის ბოლოს”. თვითონ კროულის საკუთარი თავი წარმოედგინა წინასწარმეტყველად, რომელიც გახსნის ახალ ერას და გვერდზე მოისვრის დაძველებული და სიცოცხლისთვის უმაქნისი ქრისტეანობის ნარჩენებს. მეტად საგულისხმოა კროულის სიტყვები: “სატანა კაცობრიობის მტერი კი არ არის: ის სიცოცხლეა… სიყვარული… და სინათლეა”; “… გზა ზეცისკენ ჯოჯოხეთზე ძევს”.

კროულის ყველაზე სახელგანთქმულ მიმდევრებად და მისი სწავლების გამგრძელებლებად მოგვევლინნენ ჯიმი პეიჯი, მსოფლიოში სახელგანთქმული, ამჟამად დაშლილი ჯგუფის, “ლედ ზეპელინის” (Led Zeppelin – ტყვიის დირიჟაბლი) ლიდერი (გიტარისტი – მთარგმნ.) და კინორეჟისორი კენეტ ანჯერი, რომელმაც დაამკვიდრა მსოფლიოში ალისტერ კროულის კულტი და მის სულიერ სამყაროს აზიარა ჯგუფი “როლინგ სტოუნზი” (Rolling Stones).

“ლედ ზეპელინის” ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული სიმღერაა “კიბე ზეცამდე” (Stearway to heaven), რომელშიც ეგვიპტური მითოლოგიის იმავე სახელწოდების კულტს ეძღვნება. ამ სიმღერის ტექსტში ჩადებულია სატანური სარწმუნოების სიმბოლოს დაშიფრული შინაარსი! თუ ფირფიტას, რომელშიც ეს სიმღერაა ჩაწერილი (ეს არის “ლედ ზეპელინის” IV ალბომი – მთარგმნ.) უკუღმა დაატრიალებთ, რაც ჩვეულებრივ ფირსაკრავზე შეუძლებელია, ასეთ ფრაზებს მოისმენთ:

“Listen! We have been there… I will sing, because I live with Satan… Sevr me! There is no escaping it… with Satan… if we’ve got to live for Satan… Master Satan…”
“მისმინე! ჩვენ იქ ვიყავით.. მე ვმღერი, რადგან ვცხოვრობ სატანასთან ერთად… მემსახურე!.. იქ არ არის გადარჩენა… თუ გვინდა ვიცხოვროთ სატანისთვის… ბატონ-პატრონი სატანაა”.

ფირფიტის უკუღმა ჩაწერის ხერხი (“შებრუნებული შენიღბვა”), რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია საიდუმლო ინფორმაციის გადაცემა, დიდი ხანია ცნობილია. არ არის გამორიცხული, რომ ეს მეთოდიც ალისტერ კროულის შემუშავებული იყოს, რომელიც ასწავლიდა, რომ ყოველს, ვინც კი დასაქმებულია სატანიზმით, უნდა შეეძლოს “აზროვნება, გაგება, ლაპარაკი, კითხვა და წერა ამგვარ შებრუნებულ ენაზე”.

ვნახოთ ”შებრუნებული შენიღბვის” კიდევ ერთ მაგალითს. ჯგუფ “არკანზასის შავი მუხა” (Black Oak Arkansas) აქვს სიმღერა “როდესაც ელექტრობა მოვიდა არკანზასში”. ამ სიმღერის ერთ-ერთ ნაწილში, მომღერალი იმეორებს უაზრო სიტყვებს. თუ ფირფიტას დავატრიალებთ უკუღმა, ყველაფერი გასაგები გახდება: “სატანა, სატანა, სატანა. ის ღმერთია, ის ღმერთია, ის ღმერთია”.როლინგ სტოუნზი” – ეს ერთობ პოპულარული ჯგუფი დასაშვებად მიიჩნევდა ფლირტს სატანის კულტთან. უკვე 1967 წელს გამოვიდა ამ ჯგუფის ალბომი (როკ-მუსიკის სამყაროში ასე უწოდებენ გიგანტ ფირფიტას – მთარგმნ.) სახელწოდებით “მისი სატანური უდიდებულესობის სურვილი” (“Their Satanic Majesties Request”). შემდგომში მიკ ჯაგერმა, “სტოუნზების” ვოკალისტმა, აღიარა, რომ ჯგუფის ამ ფირფიტის გამოცემის შთამაგონებელი იყო თვით ანტონ ლავეი, სატანის ეკლესიის მღვდელმთავარი. მოგვიანებით გამოჩნდა გახმაურებული სიმღერა “სიმპათია ეშმაკისადმი” (“Sympathy for the devil”), რომელიც ამერიკელი სატანისტების ჰიმნი უნდა გამხდარიყო.

ტონი სანკეზი, “სტოუნზის” ერთ-ერთი მეგობარი, ჯგუფის ერთი კონცერტის შესახებ ჰყვება: “როდესაც სიმღერის “სიმპათია ეშმაკისადმი” შესრულებამ მიაღწია თავის კულმინაციას, ჯაგერმა ჩამოიხია თავისი წითელი მაისური და გამოაჩინა საზიზღარი ტატუირება, რომელზეც გამოსახული იყო ეშმაკი. საკუთარ თავს ვკითხე: “ხომ არ არის ჯაგერი გატაცებული შავი მაგიით იმაზე უფრო მეტად, ვიდრე ჩვენ ვვარაუდობდით?”

ჟურნალში “როლინგ სტოუნზ” (ეს არის ჟურნალი, რომელიც მთლიანად ეძღვნება როკ-მუსიკას – მთარგმნ.) გიტარისტმა კეიტ რიჩარდმა ხაზი გაუსვა: “შავი მაგია – ეს ისეთი რამეა, რაც ყველამ უნდა შეისწავლოს. ის საკუთარ თავში შეიცავს დიდ შესაძლებლობებს. ბევრი გაეთამაშა მაგიას და აქედანაც კი მიიღო თითოეულმა რაღაც. საიდან აღმოცენდა ვუდუს კულტი (აფრიკელთა შავი მაგია)? ყოველივე ეს უარყოფილია, როგორც ცრუმორწმუნეობა და მონაჩმახი. მე არა ვარ ექსპერტი და არც დავიწყებ ამის მტკიცებას. მე მხოლოდ ვცდილობ, როგორც შემიძლია, მივიყვანო ეს საზოგადოების ცნობიერებამდე… ზოგიერთი მაგი ჩვენ ლუციფერის საიდუმლო აგენტებად მიგვიჩნევს, სხვები კი ფიქრობენ, რომ ჩვენ თვითონ ვართ ლუციფერები”.

“როლინგ სტოუნზის” ალბომის სახელწოდება “Get Yer Ya-Ya’s Out” (1970) წარმოსდგება გამოთქმიდან, რომელიცგამოიყენება ვუდუს კულტში. ფირფიტის “თხის თავის წვნიანი” (“Goat’s Head Soup” – 1973) ჩაწერილი იყო ვუდუს რიტუალის თანხლებით. ერთ-ერთ სიმღერაში შესაძლებელია ეშმაკით შეპყრობილის ყვირილის მოსმენაც. ალბომის შიდა მხარეზე გამოსახულია თხის მოჭრილი თავი, რომელიც ადუღებულ ქვაბში დაცურავს. ეს არის სატანიზმის კლასიკური სიმბოლო (თხის თავი ლუციფერის ნიშანია და მას საკმაოდ ხშირად გამოსახავენ მეტალისტური როკ ჯგუფები.

1969 წლის 6 დეკემბერს. შტატებში ტურნეს მიწურულს, დამასრულებელ აკორდად “სტოუნზმა” უფასო როკ-ფესტივალის მოწყობა გადაწყვიტა. ადგილიც შეირჩა: ალტამონტ სპიდვეი – მიტოვებული ავტოტრასა სან-ფრანცისკოს მახლობლად.

ალტამონტი თავისი სამიათასიანი პუბლიკით უნდა გამხდარიყო სისხლიანი სასაკლაო, რომელიც მოაწყვეს ჯგუფ “ჯოჯოხეთის ანგელოზების” წევრებმა (“ჯოჯოხეთის ანგელოზებად” იწოდებოდა ე. წ. “ბაიკერების” დაჯგუფება – მთარგმნ.) და რომლებიც “სტოუნზებმა” მოიწვიეს მორიგეებად – ფესტივალზე “წესრიგის” დასამყარებლად და რომლებმაც ყველაზე მხეცური ფორმით დაიწყეს პუბლიკის ტერორიზება.

სრული და საბოლოო კატასტროფა საღამოს, ფესტივალის აპოგეაზე , “როლინგ სტოუნზის” გამოსვლის დროს მოხდა. სიმღერის “კეროლ” შესრულებისას ერთი ახალგაზრდა წყვილი სრულიად გაშიშვლდა და გაემართა სცენისკენ, როგორც საკურთხევლისკენ, რათა იქ “ჯოჯოხეთის ანგელოზთა” ჩექმებისა და ხელკეტებისთვის თავგანწირულს “მსხვერპლშეწირვის” რიტუალი აღესრულებინა და ამგვარი უცნაური ფორმით საკუთარი თავი “მსხვერპლად” მიეტანა.


როლინგ სტოუნზის” გამოსვლა ალტამონტზე

რაც უფრო უხეშად სცემდნენ მათ, მით უფრო თვალსაჩინო ხდებოდა, რომ რაღაც უხილავი ძალა აიძულებდა ამ ორ ახალგაზრდას მსხვერპლად შეეთავაზებინა საკუთარი თავი სატანის ამ აგენტებისთვის. ძალადობამ ყოველგვარ წარმოდგენას გადააჭარბა. ყველაფერი ძველი რიტუალივით გამოიყურებოდა: მსხვერპლს არათუ არ სურდა, არამედ სიამოვნებდა კიდევაც ეს ტანჯვა და მხეცური მოპყრობა”.

როდესაც “სტოუნზმა” დაიწყო სიმღერა “სიმპათია ეშმაკისადმი”, “ანგელოზები” მსმენელებს დაერივნენ და დაუნდობლად ურტყამდნენ. შეუძლებელი შეიქნა სცენასთან მოწყობილი შეტაკების შეჩერება. კონცერტი სრულიად უკონტროლო გახდა. მიკ ჯაგერმა წაიბუზღუნა: “ამ ნომრის შესრულებისას ყოველთვის რაღაცა ხდება”.

“სიმღერაში “სიმპათია ეშმაკისადმი” მოხდა მთელი იმ დამანგრეველი ბოღმის კონცენტრაცია, რომელიც ბრბოში


მერედიტ ჰანტერის მკვლელობა (სურათზე მწვანე ფერის შარვალ-კოსტიუმში) ალტამონტზე

დუღდა, – განმარტა სანკეზმა. “სატანის ანგელოზებმა” სისხლი იყნოსეს, ჰაერში მკვლელობის “სუნი” დატრიალდა, იელვა დანებმა. “სტოუნზი” ყოველთვის ეთამაშებოდა ძალადობას და არც ახლა შეეძლო გათავისუფლებულიყო იმ ბოროტი სულებისგან, რომლებსაც მომღერლებმა თვითონვე უხმეს”.

შემდეგ, როდესაც მიკ ჯაგერმა, რომლეიც ლუციფერს განასახიერებდა, დემონურ პოზაში დაიწყო როკ-სპექტაკლიდან სიმღერის “ჩემი ძალაუფლების ქვეშ” (“Under My Tumb”) შესრულება, თვრამეტი წლის ზანგი ბიჭი, მერედიტ ჰანტერი პირდაპირ სცენასთან მოკლეს “ჯოჯოხეთის ანგელოზებმა” (იხ. ფოტომასალა)! აი ასე, სიკვდილითა და ძალადობით დამთავრდა “როლინგ სტოუნზის” გამოსვლა.

ალტამონტის ღონიძიებამ კიდევ სამი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. “ფესტივალის ადგილზე, რომელიც გადაჭედილი იყო ადამიანებით, კარვებითა და მოძრავი აპარატურით, აღირიცხა სულ ცოტა ოცამდე მძიმე შემთხვევა. ერთი “პლიმუტი” დიდი სიჩქარით შეიჭრა ბრბოში და ორი ადამიანი იმსხვერპლა.

ნარკოტიკებით გაბრუებული ახალგაზრდა არხში ჩაიხრჩო; მეორე ცეცხლში ჩავარდა და მძიმე დამწვრობებით საავადმყოფოში გააქანეს. 19 ექიმი და 6 ფსიქიატრი ქანცის გაწყვეტამდე ემსახურებოდა ახალგაზრდებს და ცდილობდა ხან ნარკოტიკულირ გაბრუებიდან, ხან ადრეული მშობიარობიდან და ხან კიდევ ჩხუბში მიღებული ჭრილობებისგან მათ გადარჩენას. ალტამონტის სისხლიანი სასაკლაოს შემდეგ “როლინგ სტოუნზი” ჩამოშორდა კროულის მაგიას და, დარჩა რა სცენაზე, ნაკლებად სარისკო საქმეს – რეკლამას მიუბრუნდა.

ეს ძალიან მოკლე მიმოხილვაა გიჟური პერიოდის დასაწყისის. პერიოდის, როცა სატანიზმა მიწისქვეშეთი გაანგრია და კაცობრიობის უდიდეს ნაწილს თავი შეაყვარა. ზოგისთვის უბრალოდ მარკეტინგულუი გათვლები, შოუ და გიჟური რიტმები. ზოგისთვის კი სატანიზმი, რიტუალები და შავი მაგია.

Livin’ easy, lovin’ free
Season ticket on a one way ride
Askin’ nothin’, leave me be
Takin’ everything in my stride
Don’t need reason, don’t
Need rhyme
Ain’t nothin’ I would rather do
Goin’ down, party time
My friends gonna be there too

I’m on a highway to hell
On a highway to hell
Highway to hell, I’m on a highway
To hell

No stop signs, speedlimit
Nobody’s gonna slow me down
Like a wheel, gonna spin it
Nobody’s gonna mess me ’round
Hey Satan, payin’ my dues
Playin’ in a rockin’ band
Hey mama, look at me
I’m on my way to the
Promised land, wow

Don’t stop me, hey, hey, hey…
Yeah, an’ I’m goin’ down
All the way, wow On the highway to hell

იოლი ცხოვრება, თავისუფალი სიყვარული
და აბონემენტი სამუდამო მოგზაურობაში.
არავითარი შეკითხვა, დამანებეთ თავი,
ყველაფერი მიმაქვს მოგზაურობაში.
არ არის საჭირო არავითარი არგუმენტი,
არავითარი ლამაზი ფრაზა,
არავითარი ლამაზი რითმა,
არაფერი ისე არ მწყურია,
ვიდრე ვიყო ქვესკნელის ღრეობაში,
სადაც იქნებიან ჩემი მეგობრები.

მე ვდგევარ ჯოჯოხეთისკენ მიმავალ პირდაპირ გზაზე
ჯოჯოხეთისკენ მიმავალ პირდაპირ გზაზე,
ჯოჯოხეთისკენ მიმავალ პირდაპირ გზაზე,
მე ვდგევარ ჯოჯოხეთისკენ მიმავალ პირდაპირ გზაზე

არავითარი შეზღუდვა სიჩქარისა,
ძირს აკრძალვები,
ვერავინ შემაჩერებს,
მივქრი, ვითარც ბორბალი,
და ვერავინ შემაჩერებს.

ჰეი, სატანა, მე ვიხდი ჩემს ვალებს,
რადგან ვუკრავ როკ-ორკესტრში.
ჰეი, დედა, შემომხედე, –
მე მივდივარ აღთქმულ ქვეყანაში – ჰეია…
ნუ შემაჩერებთ მე, ჰეი, ჰეი, ჰეი…
დიახ, მე ბოლომდე ვივლი ამ გზაზე – ჰეია!
მე მივდივარ პირდაპირ ჯოჯოხეთში

 Ra gautraket am rocks saqme 😀 marto saqartveloshi ro itvleba satanistur musikat … aba ra girchevniat? Justin Bieberi ? Tu Ala Pugachova? 😀  xoda visac es urchevnia Rockerebs shegveshvit 😉 Tore . . .

დატოვე კომენტარი