Archive for the ‘სპორტი’ Category



tasi გთავაზობთ დღევანდელი მეტოქეების მიმოხილვას და განსაკუთრებულ ფაქტებს საქართველოს თასის ისტორიაში.

გაგრა
დღეს, 26 მაისს მართლაც განსაკუთრებული ფინალი გველოდება: საქართველოს თასის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როცა ამ პრესტიჟული პრიზის მოსაპოვებლად პირველი ლიგის გუნდი იბრძოლებს! ანუ, როგორი შედეგითაც არ უნდა დასრულდეს დღევანდელი მატჩი, "გაგრა" ქართული ფეხბურთის ისტორიაში დაიმკვიდრებს ადგილს და ცოტა არ იყოს, ძნელადაც წარმოგვიდგენია, რომ უახლოეს წლებში ანალოგიური მიღწევა რომელიმე ჩვენმა პირველლიგელმა გაიმეოროს.

(more…)


opera,kutaisi საფრანგეთის ქალაქ ექს ლე ბენში დასრულებულ მოჭადრაკე ვაჟთა ევროპის მე-12 ჩემპიონატის პარალელურად, ევროპის საჭადრაკო კავშირის კონგრესი გაიმართა, რომლის მსვლელობაში საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი, გია გიორგაძეც მონაწილეობდა.
აღნიშნულ კონგრესზე ოფიციალურად გაფორმდა კონტრაქტი ევროპის საჭადრაკო კავშირსა და

(more…)


qutaisi torpedo  8 მაისს სქართველოს 22–ე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის, 33–ე ტურის თამაშები შედგა. ქუთაისის „ტორპედო“ ბოლნისს ეწვია და თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე „სიონს“ შეხვდა.
ქვემო ქართლელთა გუნდი ერთადერთი იყო ჩემპიონატში, რომელსაც უმაღლეს ლიგაში აღზევებული ქუთაისის „ტორპედოს“ კარში ბურთი ვერ გაეტანა. პირველ–მეორე წრეში მშრალი სერიების შემდეგ „ტორპედომ“ დავით ყიფიანის სახელობის თასის ორრაუნდიანი ეტაპი ვახტანგ კვარაცხელიას სტუმრად გატანილი გოლით გადალახა, 12 მარტს კი საჩემპიონატო მატჩში იმერლებმა მეგრელაძის დუბლით დაამარცხეს მეტოქე.

ეროვნული თასის განმეორებით ნახევარფინალის მატჩში, ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან ჩათვლილი არასპორტული საქციელისთვის მიცემული დისკვალიფიკაციით ქუთათურებმა ბოლნისში ომარ მიგინეიშვილი და მერაბ გიგაური მოისაკლისეს.

„ტორპედოს“ კარში დიდხნიაინი პაუზის შემდეგ პერსპექტიული და გამოცდილი მაქსიმე ქვილითაია გამწესდა.

– ბოლნისში ქუთაისელებს მშრალი ამინდი დაუხვდათ, თუმც უნალექობა თამაშის დაწყებისთანავე შეიცვალა და წვიმა წამოვიდა.
თავდაპირველად შეხვედრა სახიფათო მომენტების გარეშე ვითარდებოდა და ბურთი ორივე გუნდის მიერ თანაბრად მოედნის ცენტრში კონტროლდება.
18′ – ბოლნისელებმა თავიანთი უსიამოვნო ტენდენცია დაარღვიეს, სერგო ორბელაძემ მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდებულ ბურთზე ჩვენი გუნდის მცველებს დაასწრო თამაში და „ტორპედოს“ მე–6 ცდაზე გაუტანა 1:0.
სტუმრებს სამი წუთი დასჭირდათ გონზე მოსასვლელად. (more…)


rugby,aiaლოკომოტივი-აია 18:21
ლოკომოტივი (15-9) კობერიძე, ქავთარაძე, სუთიაშვილი, ხაჩირაშვილი (ბერძენიშვილი 58), კავთიძე (ჟამუტაშვილი 52), კვინიხიძე, ღვინჯილია. (1-8) ელოშვილი, ზარიძე, ვეფხვაძე, ოზგებაშვილი, გუჯარაიძე, ბერიშვილი, ჩიტიძე, მაისურაძე.
6ს: კვინიხიძე
აია (15-9) ხამაშურიძე, აბრამიძე, ი.ჩხიკვაძე, ი.გიორგაძე (გოგლიჩიძე 75), გოშაძე, სინაურიძე, გოგია (შარვაშიძე 48). (1-8) ლომაძე, გურეშიძე, ტ.ჩხიკვაძე (მატკავა 68), მეტრეველი (ცირეკიძე 66), ჩიტეიშვილი, რევიშვილი, შალამბერიძე, დგებუაძე (ძაგნიძე 25, ჟვანია 72).
7ს: სინაურიძე
სინბინი: გოგია.
მსაჯი: გ.ამირხანაშვილი

საქართველოს ჩემპიონატის მეოთხე ტურის ცენტრალური შეხვედრა “ავჭალის სარაგბო სტადიონზე” გაიმართა, რომელშიც ქვეყნის ჩემპიონმა თბილისის “ლოკომოტივმა” წლევანდელი გათამაშების ლიდერ ქუთაისის “აიას” უმასპინძლა. როგორც მოსალოდნელი იყო, თამაში უშეღავათო, უკიდურესად დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა. უფრო უკეთ ქუთათურები გაისარჯნენ და მრისხანე მეტოქე 21:18 დაამარცხეს.
“აიამ” სერიოზული გამოცდა ჩააბარა. წინა სამ ტურში ქუთაისურმა გუნდმა სამივე შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო, თუმცა მეტოქეები სატურნირო ცხრილის მეორე ნახევრის ბინადრები იყვნენ. რამდენად დიდია ქუთათურთა პოტენციალი ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონ “ლკომოტივთან” თამაშს უნდა ეჩვენებინა.
მატჩი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საკმაოდ დაძაბული გამოდგა, იმდენად, რომ გუნდებმა საკუთარი სათამაშო არსენალის სრულად გამვლენა ვერაფრით შეძლეს. შეხვედრას ორივე გუნდისთვის იმდენად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რომ მორაგბეები ჯარიმის ზღვარზე ირჯებოდნენ, ხშირი იყო შეცდომები, ბურთის წინ გავარდნა, წინ პასი და თამაშგარედან ბურთისთვის ბრძოლაში ჩართვა. (more…)


memoriali,kutaisiქუთაისში, “დიდების მემორიალის” აფეთქების შედეგად, დედა-შვილი დაიღუპა. დაღუპული გოგონა 8 წლის ნინო ჯინჭარაძეა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმააციით არიან დაშავებულებიც, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

წინასწარი ვერსიით, რკინა-ბეტონის კონსტრუქციის დემონტაჟისას დაირღვა უსაფრთხოების ნორმები და უბედური შემთხვევა სწორედ ამან გამოიწვია.დემონტაჟს ჯერ (more…)